განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

01 მარტი, 2018 წელი - შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლების პრაქტიკის ხელმძღვანელებთან

დღის წესრიგი:

1. კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა

1.    კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა

2.    ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა

3.    კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის     საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო           საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლების შეხვედრა პრაქტიკის           ხელმძღვანელებთან

 

            შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

            განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მ. ჭიჭილეიშვილი, სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი ს. თავაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მ. თევზაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელოვნების ცენტრის მენეჯერი ა. აბუსერიძე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თ. ზოიძე, ტურისტული სააგენტო „ევრო ტურის“ წარმომადგენელი მ. ციცაგი, კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: თ. ქურიძე, ლ. ბერიძე; კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: ი. ხალვაში, მ. კომახიძე, რ. ფუტკარაძე.

მ. ჭიჭილეიშვილმა და ს. თავაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი მიზნები, სწავლის მეთოდები, შედეგები, ძირითადი სპეციალობის საგნები. გაიმართა მსჯელობა აღნიშნული პროგრამების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი პროგრამების სასწავლო დისციპლინები შეძლებლობას იძლევა, კურსდამთავრებულები დასაქმდნენ სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციების პროფესიული კადრებით დაკომპლექტებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამამთავრებელთა საწარმოო პრაქტიკის გავლის, პრაქტიკის ობიექტებზე გადანაწილების და პრაქტიკის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხები. პრაქტიკის კოორდინატორმა ხელოვნების უნივერსიტეტიდან ს. თავაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პრაქტიკის სილაბუსები. საუბარი შეეხო პრაქტიკის მიზნებს, ამოცანებს, პრაქტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს, პრაქტიკის მნიშვნელობას სტუდენტთა პროფესიული უნარების გამომუშავებისა და წარმატებული პროფესიული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია პრაქტიკის შედეგების/კომპეტენციების, პრაქტიკის ვადების, პრაქტიკის დღიურის წარმოების წესის, პრაქტიკის შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა სტუდენტების ჩართულობაზე სხვადასხვა პროექტებში, სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების გავლაზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელოვნების ცენტრში. კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები გადანაწილდებიან აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ტურისტულ სააგენტო „ევრო ტურში“, ხოლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებელი პრაქტიკას გაივლის აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930