ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით "ევროსტუდენტი VII -ის" ეროვნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს სოციალურ კვლევას, რომლის მიზანია შეისწავლოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ცხოვრების პირობები.
სრულად

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა არქიტექტურული პროექტების გადაცემა საჩუქრად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისრტოს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უკვე 2015 წლიდან ხდება სტუდენტების მიერ შემოთავაზებულ თემაზე პროექტების შესრულება. უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტის საჩუქრად გადაცემა სამინისტროებსა და მერიისათვის. წლევანდელი დაკვეთა ეხებოდა ბათუმის სახელოვნებო სკოლებს.
სრულად

15 აპრილი. 2019 წელი ლევან მირცხულავა - 85

სრულად

ვორკშოპი „მუზეუმების მართვის თანამედროვე მეთოდები“

2019 წლის 19 აპრილს 11.00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება ვორკშოპი თემაზე „მუზეუმების მართვის თანამედროვე მეთოდები“. ვორკშოპს გაუძღვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი - ირინა კოშორიძე.
სრულად

სტაჟირების პროგრამა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება გთავაზობთ 3 თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031