ვორკშოპი „მუზეუმების მართვის თანამედროვე მეთოდები“

2019 წლის 19 აპრილს 11.00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება ვორკშოპი თემაზე „მუზეუმების მართვის თანამედროვე მეთოდები“. ვორკშოპს გაუძღვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი - ირინა კოშორიძე.

ირინა კოშორიძის ხანგრძლივი გამოცდილება მუზეუმის სფეროში მოიცავს საკურატორო, საგანმანათლებლო, სამენეჯმენტო და საგამოფენო გამოცდილებას. იგი არის მრავალი კვლევითი გრანტისა და სტიპენდიის მფლობელი მუზეუმმცოდნეობისა და აღმოსავლური ხელოვნების მიმართულებით, ICOM-ის ეროვნული კომიტეტის წევრი, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი სამუზეუმო ტრეინინგის ორგანიზებასა და მართვაში. 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს.

ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუზეუმის სპეციალისტები და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031