ახალი ამბები

სტუდენტური ფილმის პრეზენტაცია "აპოლოში"

23 მარტი 2013 წელი

კონოთეატრ "აპოლოში" გაიმართა ტელერეჟისორის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტის ნინელი გოგიტიძის დოკუმენტური ფილმის "დუმილშიც გუგუნებენ ზარები" პრეზენტაცია.
სრულად

ღია კარის დღე ხულოში

21 მარტი 2013 წელი

გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ხულოს ახალგაზრდობასთან. ღია კარის დღეზე სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებმა აჩვენეს სპექტაკლი ა. ჩეხოვის "ხელის თხოვნა", სახვითი ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებმა გამოფინეს საკუთარი ნახატები. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ისაუბრეს ხელოვნების უნივერსტიტეტში 2013 წელს მისაღებ სპეციალობებზე.
სრულად

ჩვენება კინოკლუბში

21 მარტი 2013 წელი

კინოკლუბში გაიმართა ჯოელ შუმახერის ფილმის “Falling Down” ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.
მომდევნო კინოჩვენება გაიმართება შაბათს 30 მარტს 17-00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
სრულად

Integrity Action-ის ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელი აცხადებს ნაშრომების მიღებას

18 მარტი 2013 წელი

Integrity Action-ის ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელი
აცხადებს ნაშრომების მიღებას
კონკრეტული კვლევების კონკურსის
ფარგლებში თემაზე
ინტეგრითი ბიზნესის სფეროში საქართველოში (იხილეთ ტექსტი სრულად).

სრულად

ახალგაზრდული ფორუმი ქობულეთში

18 მარტი 2013 წელი

16-17 მარტს ქობულეთში, GEORGIA PALACE HOTEL-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა ფორუმი ,,ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში“. ფორუმში მონაწილეობდა ბათუმში არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის 40 სტუდენტი, მათ შორის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. გაიმართა დისკუსია თემაზე: ახალგაზდობის აქტივობა და მათი როლი საზოგადოების განვითარებაში, საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, აქტივობა სამოქალაქო ჩართულობაზე.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930