ახალი ამბები

ინტერაქტიური ვორქშოპი

17 მაისი 2013 წელი

16 და 17 მაისს ბრიტანელმა ექსპერტებმა ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაატარეს ვორქშოპი "პროგრამირებისა და პროდიუსირების" საკითხებზე, სადაც მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი თეატრების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ტრენინგის მიზანი იყო ბრიტანული გამოცდილების გაზიარება, რომელიც განკუთვნილია როგორც დიდი თეატრებისა და ფესტივალების დირექტორებისთვის, ისე ხელოვნების ყველა სფეროში მომუშავე დამოუკიდებელი მენეჯერებისთვის.
პროგრამა "კრეატიული პროდიუსერების" და თანამშრომლობის ახალ მოდელებს იკვლევს. თეატრალებმა, ბრიტანელ ტრენერებთან ერთად, ძველი და მიმდინარე სეზონის ნამუშევრები განიხილეს და თეატრის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ვორქშოფი ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თეატრალური პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
სრულად

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

15 მაისი 2013 წელი

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროების მიმართულებით თანამშრომლობა. ასევე დაგეგმილია ერთობლივი შემოქმედებითი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
სრულად

საჯარო ლექცია

14 მაისი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ლიტერატურული პრემიების "საბას" და "ოქროს ფრთის" ლაურეატი, პოეტი გიორგი კეკელიძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "ხელოვნება და მომავალი", უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

14 მაისი 2013 წელი

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთნ.
სრულად

თამარობის დღის აღსანიშნავად

14 მაისი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა მონაწილეობით გაიმართა პოეზიის საღამო-კონცერტი, რომელიც თამარობის დღეს მიეძღვნა. ასევე წარმოდგენილი იყო სახვითი ხელოვნების სპეციალობის სტუდენტთა და პედაგოგთა ნამუშევრები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031