ახალი ამბები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 მაისი 2013 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტსა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდთან.
სრულად

მიხეილ კობახიძის მასტერკლასი

23 მაისი 2013 წელი

25 მაისს, შაბათს 17 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძის მასტერკლასი და ფილმების რეტროსპექტივა.
სრულად

საერთაშორისო ფესტივალი

20 მაისი 2013 წელი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა "21-ე საუკუნის მუსიკის ბათუმის პირველი საერთაშორისო ფესტივალი". ფესტივალში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, რუსეთისა და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებლები.
ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება.
21 მაისს 11 საათზე დაგეგმილია "მრგვალი მაგიდა", 18 საათზე მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის ქეთევან გოგოლაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "მხატვრობა და მუსიკა".
ფესტივალი დაიხურება 22 მაისს პიტერ გრინევის დოკუმენტური ფილმით "ჯონ კეიჯი" ციკლიდან "ოთხი ამერიკელი კომპოზიტორი".
სრულად

ინტერაქტიური ვორქშოპი

17 მაისი 2013 წელი

16 და 17 მაისს ბრიტანელმა ექსპერტებმა ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაატარეს ვორქშოპი "პროგრამირებისა და პროდიუსირების" საკითხებზე, სადაც მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი თეატრების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ტრენინგის მიზანი იყო ბრიტანული გამოცდილების გაზიარება, რომელიც განკუთვნილია როგორც დიდი თეატრებისა და ფესტივალების დირექტორებისთვის, ისე ხელოვნების ყველა სფეროში მომუშავე დამოუკიდებელი მენეჯერებისთვის.
პროგრამა "კრეატიული პროდიუსერების" და თანამშრომლობის ახალ მოდელებს იკვლევს. თეატრალებმა, ბრიტანელ ტრენერებთან ერთად, ძველი და მიმდინარე სეზონის ნამუშევრები განიხილეს და თეატრის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ვორქშოფი ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თეატრალური პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
სრულად

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

15 მაისი 2013 წელი

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროების მიმართულებით თანამშრომლობა. ასევე დაგეგმილია ერთობლივი შემოქმედებითი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031