ახალი ამბები

ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა მეორედ ეწვია უნივერსიტეტს

13 იანვარი 2014 წელი

ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი კრისტოფერ კოპოლა უკვე მეორედ ეწვია ხელოვნების უნივერსიტეტს. 2013 წლის ივნისში კ. კოპოლასა და "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ფესტივალი "ჰოლივუდი ყველასთვის", რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ჰოლივუდის კარის ფართოდ გაღებას და კინოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. (ტექსტი იხილეთ სრულად)
სრულად

გაიმართა კინოჩვენება

12 იანვარი 2014 წელი

კინოკლუბში გაიმართა ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმის "საფეხური" ჩვენება.
სრულად

გარდაიცვალა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი

9 იანვარი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორის ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის, ერევნის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ არმენ მაზმანიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ბატონმა არმენ მაზმანიანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთანამშრომლობაში. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა მრვალი ჩანაფიქრის განხორციელება. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები თანაგრძნობას უცხადებენ ბატონი არმენის ოჯახს და ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტს.
სრულად

კინოჩვენება

5 იანვარი 2014 წელი

კინოკლუბში გაიმართა ჩვენება იოს სტეილინგის ფილმისა "არც მატარებლები, არც თვითმფრინავები" (NO TRAINS NO PLANES) დრამა (1999). მთავარ როლებში; დირკ ვან დეიკი, კეეს პრინსი, პირ მასკინი, კატა სჰურმანი, პეტრა სედა, ლენი ბრედერველდი.
სრულად

გილოცავთ ახალ წელს

31 დეკემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ულოცავს დამდეგ 2014 წელს. უსურვებს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930