ახალი ამბები

სამეცნიერო-კვლევითი ნამუშევრების საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი - 2014

4 აპრილი 2014 წელი

ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მართავს სამეცნიერო-კვლევითი ნამუშევრების სტუდენტურ კონკურსს მუსიკისმცოდნეთათვის. კონკურსი ეძღვნება გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორის - ავეტ ტერტერიანის 85-ე წლისათვის.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2 აპრილი 2014 წელი

სტუდენტთა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდება 11 აპრილს 12:00 საათზე. აუდიტორია 51.
სრულად

დანიელი პროფესორის მასტერკლასი

2 აპრილი 2014 წელი

მიმდინარე წლის 5 აპრილს 11-00 საათზე მასტერკლასს ჩაატარებს დანიაში მოღვაწე მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" დამაარსებელი, პროფესორი მარტინ ლიშოლმ ჯეფსენი. ღონისძიება გაიმართება ბათუმის სამუსიკო თერთმეტწლედის მცირე დარბაზში. მის: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 20.
სრულად

დანიელი პიანისტების კონცერტი

1 აპრილი 2014 წელი

მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიმართება კონცერტი დანიელი პიანისტების, მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიება ჩატარდება ბათუმის მე-2 სამუსიკო სკოლის დარბაზში. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 48. (ყოფილი გოგებაშვილის ქ. 48.)
სრულად

ევროპის აკადემიური ცენტრის შეთავაზება

31 მარტი 2014 წელი

ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ პრეზენტაციის გამართვას თქვენს უნივერსიტეტში 2014 წლის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც განხილული იქნება ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში არსებული პროგრამები, ყურადღება გამახვილდება გაეროს ნიუ იორკის, სტრასბურგის, მადრიდის, პრაღაში სტაჟირებისა და საზაფხულო სკოლების დეტალებზე, მონაწილეობის პირობებისა და სპეციალურად სტუდენტთათვის არსებულ შეღავათებზე.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031