ახალი ამბები

ევროპის აკადემიური ცენტრის შეთავაზება

31 მარტი 2014 წელი

ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ პრეზენტაციის გამართვას თქვენს უნივერსიტეტში 2014 წლის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც განხილული იქნება ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში არსებული პროგრამები, ყურადღება გამახვილდება გაეროს ნიუ იორკის, სტრასბურგის, მადრიდის, პრაღაში სტაჟირებისა და საზაფხულო სკოლების დეტალებზე, მონაწილეობის პირობებისა და სპეციალურად სტუდენტთათვის არსებულ შეღავათებზე.
სრულად

კონცერტი ხელოვნების ცენტრში

31 მარტი 2014 წელი

29 მარტს ხელოვნების ცენტრში გაიმართა კონცერტი. შესრულდა არიები ჯაკომო პუჩინის, ჟორჟ ბიზეს, პიეტრო მასკანის, ჯუზეპე ვერდის, ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებიდან.
არიები ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან ნონა კორიფაძესთან ერთად არმაზ დარაშვილმა შეასრულა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების პირველ სოლო კონცერტს აკომპანირება მუსიკალური ცენტრის ორკესტრმა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მამუკა ალაფიშვილის დირიჟორობით გაუწია.
სრულად

კინოკლუბში გაიმართა კინოჩვენება

30 მარტი 2014 წელი

კვირას, 30 მარტს, 13 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში ნაჩვენები იყო ე. კუსტურიცას ფილმი "ანდერგრაუნდი".
სრულად

სან-ფრანცისკო-ბათუმი - მასტერკლასები გრძელდება

26 მარტი 2014 წელი

გრძელდება მასტერკლასები სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტთან. ორი უმაღლესი სასწავლებლის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები პროფესორების ზაზა ხალვაშისა და ქრისტოფერ კოპოლას ხელმძღვანელობით ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. ამ ეტაპზე პროექტრში მონაწილე სტუდენტები ჯგუფებად დანაწილდნენ და თითოეული ჯგუფი უკვე კონკრეტულ თემაზე აგრძელებს მუშაობას.
სრულად

გოგა ნიქაბაძე - „Mercedes-Benz Fashion Week Russia 2014“ ტრადიციულ კვირეულზე

25 მარტი 2014 წელი

ტრადიციულ Mercedes-Benz Fashion Week მოდის კვირეულზე ახალი, საინტერესო კოლექციით წარსდგა ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უკვე ცნობილი დიზაინერი გოგა ნიქაბაძე. (დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდი)
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930