ახალი ამბები

თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი უნივერსიტეტში

30 აპრილი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ეწვია და უნივერსიტეტის რექტორს ე.მესხიას შეხვდა. საუბარი შეეხო რექტორის თურქეთში ვიზიტის შედეგებსა და ტრაპიზონისა და სტამბულის უნივერსიტეტებთან მომავალ თანამშრომლობას. რექტორმა მადლობა გადაუხადა გენერალურ კონსულს ვიზიტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისათვის.
სრულად

„შემოქმედებითი ლაბორატორიის“ წარმატება სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე

30 აპრილი 2015 წელი

სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალ „ტერფსიქორე“-ში, რომელიც გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტის „შემოქმედებითმა ლაბორატორიამ“, ხელმძღვანელი მ. ბაღდადიშვილი. „შემოქმედებით ლაბორატორია“-ში გაერთიანებული არიან ქორეოგრაფ-რეპეტიტორის სპეციალობის სტუდენტები. ბათუმელი სტუდენტების გამოსვლა ფესტივალზე განსაკუთრებით აღინიშნა და ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით „შემოქმედებითი ლაბორატორია“დაჯილდოვდა ფესტივალის სპეციალური პრიზით. (სრულად...)
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

28 აპრილი 2015 წელი

Starup Nest – წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ პროგრამას და ორიენტირებულია სტუდენტებზე. Starup Nest არის არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს 0-დან ბიზნესის დაწყების ხელშეწყობას და სტუდენტების დახმარების მათი იდეების განხორციელებაში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს 16-26 წლამდე სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერმა მსურველმა.

რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე - http://startupnest.ge/;

სრულად

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში

28 აპრილი 2015 წელი

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის წარმომადგენლები ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს სპორტის სახეობები და შეჯიბრის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. 18-20 სექტემბერს ბათუმი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ბიატლსა და ტრიატლში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საერთაშორისო ღონისძიებისთვის დაგეგმილია მოხალისედ 100 სტუდენტის შერჩევა. ჩემპიონატში 12 ასაკობრივ კატეგორიაში 30 ქვეყნის 350-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატის განცხადება შენობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით

27 აპრილი 2015 წელი

რამდენიმე დღეა საზოგადოების მცირე ნაწილში ვრცელდება გადაუმოწმებელი, არაობიექტური ინფორმაციები ხელოვნების უნივერსიტეტის შენობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს უკმაყოფილებას უნივერსიტეტის სტუდენტებში, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებში.

შენობის ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება სამთავრობო წრეებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. (ტექსტი და ვიდეო იხ. სრულად)
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930