მარია შურის სახელობის კონკურსში გამარჯვებულები
![გადიდება სურათი](http://batu.edu.ge/text_images/ge_pic_1750_1_s.jpg)
19 მაისი 2015 წელი
2015 წლის14–18 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ორგანიზებითადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს დამსახურებული პედაგოგის მარია შურის სახელობის პიანისტ-შემსრულებელთა I რესპუბლიკური კონკურსი.
კონკურსის ფარგლებში ჩატარდა გახსნის და დახურვის კონცერტები, საკონკურსო ტურები. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორი სხვადასხვა „ა“ და (11 მონაწილე) და „ბ“ კატეგორიის (2 მონაწილე) 13 კონკურსანტმა.
კონკურსის შედეგები:
„ ა“ კატეგორია
I - პრემია
თამაზ მჟავანაძე
ლაშა ხარხელაური
II-პრემია
ნატალია არღანაშვილი
III - პრემია
ნათია ფუტკარაძე
მარიამ ლორთქიფანიძე
ლიზი ჩერქეზიშვილი
„ ბ “ კატეგორია
I - პრემია - მარიზა აფხაზავა
ნომინაციაში გამარჯვებულები:
არტისტიზმი - თამაზ მჟავანაძე
კლასიკური სონატის საუკეთესო შემსრულებელი - ნატალია არღანაშვილი
რომანტიკული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი -ლაშა ხარხელაური
ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი - მარიზა აფხაზავა
ჟიურის სიმპატია - თამაზ მჟავანაძე
მოწვევა ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის VII საერთაშორისო კონკურსზე - (2017 წლის 1-8 მაისი) - თამაზ მჟავანაძე
მარია შურის სახელობის პიანისტ - შემსრულებელთა I რესპუბლიკურ კონკურსში მიღწეული წარმატებისათვის პედაგოგებს: რუსუდან კვახაძეს და მზევინარ ჯიჯეიშვილს გადაეცა თბილისის მუსიკალური ხელოვნების ცენტრის დიპლომები.