ახალი ამბები

31 მარტი 2018 წელი - სტუდენტები პრაქტიკაზე სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

30 მარტს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტებს მუსიკალური ცენტრის მთავარმა ადმინისტრატორმა ჯაბა სალუქვაძემ გააცნო კონცერტებისა და სპექტაკლების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები;
სრულად

მიმდინარე წლის 30 მარტს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შორის

უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, კარიერული წინსვლის სამსახურის უფროსი მირანდა ბაღდადიშვილი, ასოცირებული პროფესორი ინგა ხალვაში. სკოლებს წარმოადგენდნენ ზურაბ ზაქარაძე, თამილა თალაკვაძე, თამთა კვარაცხელია, ზაზა კილაძე, ირინე ვადაჭკორია.
სრულად

ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები

2018 წლის 10 და 11 აპრილს 11.00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში ტარდება ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები.
10 აპრილს ჩატარდება ლექცია: „ევროკავშირის როლი საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის განვითარებაში“. ლექციის მიზანია აუდიტორიისათვის საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“-ის შემუშავებასა და განვითარებაში ევროკავშირის როლის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ტ. უილიამსმა პირადად მიიღო მონაწილეობა აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში.

11 აპრილს ჩატარდება ლექცია: „რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან აჭარას“, რომლის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.

საჯარო ლექციებს ატარებს კულტურის პოლიტიკის დარგში ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტი - ტიმ უილიამსი, რომელსაც გააჩნია კულტურისა და მედიის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, იგი წლების განმავლობაში იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.


სრულად

2018 წლის 28 მარტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბექა ბოლქვაძემ ჩაატარა მასტეკლასი ფერწერაში.

სრულად

27 მარტი, 2018 წელი - გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას შორის.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031