ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის საჯარო ლექციები

სურათი
10 აპრილს ჩატარდება ლექცია: „ევროკავშირის როლი საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის განვითარებაში“. ლექციის მიზანია აუდიტორიისათვის საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“-ის შემუშავებასა და განვითარებაში  ევროკავშირის როლის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ტ. უილიამსმა პირადად მიიღო მონაწილეობა აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში.
11 აპრილს ჩატარდება ლექცია: „რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან აჭარას“, რომლის მიზანია  შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.
საჯარო ლექციებს ატარებს კულტურის პოლიტიკის დარგში ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტი - ტიმ უილიამსი, რომელსაც გააჩნია კულტურისა და მედიის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, იგი წლების განმავლობაში იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930