დამსაქმებელი

შეხვედრა დამსაქმებელთან

სურათი

         2019 წლის 29 მარტს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით მოეწყო სამოსის დიზაინის სპეციალობის სტუდენტების შეხვედრა დამსაქმებელთან და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან ნინო კოპლატაძესთან. შეხვედრა გაიმართა ნინო კოპლატაძის სახელოსნოში, სადაც სტუდენტებს დახვდათ სასიამოვნო და საქმიანი გარემო.      

           საუბარი შეეხო ქალბატონი ნინოს კარიერულ განვითარებას, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. სტუდენტებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსაქმებლის მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზა, განსაკუთრებით თეატრში მუშაობის პერიოდი, რომელმაც ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება შესძინა მას. მან ისაუბრა სამოსის დიზაინის სპეციალობის თავისებურებაზე, ქსოვილების ფაქტურებზე, ესკიზების შექმნის სპეციფიკაზე. საუბარი შეეხო ქართული ნაციონალურ კოსტიუმის გამორჩეულობას, ფერთა გამას, ყოველდღიური სამოსის, სასცენო, თეატრალური, საბალეტო და საოპერო კოსტიუმების თავისებურებებს.

          ქალბატონმა ნინომ განსაკუთებულად გაამახვილა ყურადღება ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის საკუთარი სტილის, ხაზის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. სტუდენტები დაინტერესდნენ ძველი დაზიანებული ქსოვილების აღდგენის ტექნიკის საკითხებით.  მათ გამოთქვეს ხშირი შეხვედრების და ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. 

 

VIDEO FILE

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031