26-29 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შემუშავება“ და „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების ჩამოყალიბება“
26-29 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შემუშავება“ და „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების ჩამოყალიბება“.
ტრენინგს უძღვებოდა, თესალიის ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინსტიტუტის პროფესორი ემერიტუს პანდელის იპსილანდისი( საბერძნეთი) . პროფესორი იპსილანდისი სხვადასხვა დროს იყო ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ევროპის მრავალ ქვეყანაში. მას საქართველოშიც არაერთი პროგრამის შეფასებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა მირანდა ბაღდადიშვილმა.