შეხვედრა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან
16 დეკემბერი 2022 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სტუდენტებთან. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თამილა დოლიძემ და სოსო სტურუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს აჭარის ტელევისიის 2023 წლის ტელეპროგრამების პროექტი. დასასრულ საბჭოს წევრებმა უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.