კულტურული ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების შეხვედრა ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტ ტიმ უილიამსთან
კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები ე. მესხია და ს. თავაძე მეორედ შეხვდნენ ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტ ტიმ უილიამს. მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის მეთოდებისა და სტრუქტურის შესახებ. სტუმარმა აღნიშნა, რომ მას საშუალება ჰქონდა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; აიდა აბუსერიძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ხელოვნების ცენტრის მენეჯერი; თინათინ ზოიძე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი; ლევან თავდიშვილი ტურისტული ფირმა „დელფინთეს“ ხელმძღვანელი, მეგი ციცაგი ტურისტული სააგენტო „ემერო ტურის“ ხელმძღვანელი; სტუდენტები: მარიამ კომახიძე, იზამარი ხალვაში, ლელა ბერიძე, რამინ ფუტკარაძე
პროგრამის ხელმძღვანელმა ე. მესხიამ აღნიშნა, რომ კულტურული ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა მომზადდა 2012 წელს და უმაღლესი საგანმანთლლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა 2013 წელს. პროგრამამ გაიარა ავტორიზაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წარედგინა იმავე წელს. აკრედიტაციის საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N 16) პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადით. 2014 წელს გამოცხადდა მიღება ზემოააღნიშნულ პროგრამაზე.
პროგრამის მომზადება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. ჯერ ერთი, საქართველოს კურსი აღებული აქვს ტურიზმის განვითარების მიზნით. თავისთავად ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება მოითხოვს დარგის უზრუნველყოფას შესაბამისი სპეციალისტებით. რატომ გაკეთდა არჩევანი კულტურულ ტურიზმზე? ტურიზმის სახელმძღვანელოების ყველა ავტორს არგუმენტად მოტანილი აქვთ ტურიზმის საერთაშორისო სპეციალისტების დასკვნა, რომ ტურიზმის სახეობებს შორის 60 % ტურისტებისა ჩართული იყო კულტურულ ტურიზმში. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ უცხოელი ტურისტების დიდი უმრავლესობა არჩევანს კულტურულ ტურებზე აკეთებს.
მეორე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს სპეციალურ პროგრამას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხა. ეს პროექტი მიზნად ისახავს ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის, როგორც ტურიზმის ძირითადი სახეობის განვითარებას.
მესამე, მე თავად გახლდით 2010-2013 წლებში „ტემპუსის“ საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი ბათუმში. პროექტის თემა იყო კულტურის მენეჯმენტის კვლევა, რომელიც ამავე დროს კულტურული ტურიზმის სფეროსაც მოიცავდა, კულტურულ ტურიზმში შემავალი კულტურის ინსტიტუციების გამო. პროექტში მონაწილე ქვეყნებს (იტალია, პორტუგალია, ლატვია, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი, საქართველო) შორის მხოლოდ ბათუმის კოორდინატორმა წარადგინა 2 საგანმანათლებლო პროგრამის (კულტურის მენეჯმენტი და კუტურული ტურიზმი) პროექტი. სწორედ ეს პროექტები დაედო საფუძვლად კულტრისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს.
პროგრამაზე ორჯერ გამოცხადდა მიღება. ამჟამად პროგრამაზე სწავლობენ სწავლების მეორე და მეოთხე წლის სტუდენტები. მიმდინარე წელს პროგრამას პირველი გამოშვება აქვს და ასევე გამოცხადებულია აბიტურიენტების მიღება.
რატომ არ ცხადდება პროგრამაზე მიღება ყოვეწლიურად? იმიტომ, რომ ხელოვნების უნივერსიტეტი არ არის განათლების კომერციაზე ორიენტირებული, როგორც საქართველოში ბევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მისაღები კონტინგენტი შეზღუდულია. ეს აიხსნება იმითაც, რომ პროგრამა ახალია. შეხვედრებმა პოტენციურ დამსაქმებლებთან გვაჩვენა, მ. ციცაგმა აღნიშნა, რომ ორი უცხო ენის შესწავლის საკითხი აქტუალურია. ამას მოითხოვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და დღეს არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება მეორე არჩევით უცხო ენას, მიმაჩნია, რომ ტურისტთა ნაკადების შემადგენლობა და გეოგრაფია გვიჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდა, უკრაინიდან რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. ასევე დღითი დღე მატულობს ტურისტების რაოდენობა თურქეთიდან, ირანიდან და არაბულენოვანი ქვეყნებიდან. თუ შედარებას გავაკეთებთ რაოდენობრივად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ბევრად აღემატება თურქეთიდან, ირანიდან და არაბულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობას. ამიტომ ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. რეალურად დღეს ტურიზმის სფეროს უფრო სჭირდება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი სპეციალისტები. ყველაზე კარგი იქნებოდა არაბული, სპარსული, თურქული და ევროპის ენების მცოდნე სპეციალისტების რაოდენობა ბევრი გყავდეს, მაგრამ ასეთი სპეციალიზაცია უფრო რთულად გადასაწყვეტი საკითხია.
თ. ზოიძემ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს 2 უცხო ენის სწავლების შემოღების იდეას და სასწავლო დისციპლინებში კრედიტების რაოდენობის დიფერენცირებულად განსაზღვრას. მაგალითად, საგანს, რომელიც ითვალისწინებს დარგის საფუძვლების ცოდნას, შეიძლება ნაკლები კრედიტი მივანიჭოთ.
მ. კომახიძემ გამართლებულად მიიჩნია 2 უცხო ენის სწავლების იდეა. ეს დასაქმების მეტ შანსებს მისცემს კურსდამთავრებულებს და ხელს შეუწყობს პროგრამის წარმატებით განხორციელებას.
დამატებითი მენიუ
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |