განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კულტურული ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკის შედეგების შეჯამება

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კულტურული  ტურიზმის  საბაკალავრო  პროგრამის  ხელმძღვანელი პროფესორი ე. მესხია, ასოცირებული პროფესორი სოფიო თავაძე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე,   ტურისტული სააგენტო „ემერო ტურის“ ხელმძღვანელი მეგი ციცაგი, სტუდენტები: მარიამ კომახიძე, იზამარი ხალვაში, თ. ცენტერაძე, გელა ზენაიშვილი, რამინ ფუტკარაძე. გაცნობოდა როგორც ერთ ისე მეორე პროგრამას. მისი აზრით, პროგრამის მიზნები და სწავლების მეთოდები ძირითადად სწორად არის გაწერილი. აქვს რამდენიმე წინადადება პროგრამების ტრუქტურასთან დაკავშირებით. კერძოდ, ორივე პროგრამაში არის საგანი „ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები“. ეს საგანი უფრო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამასთან ასოცირდება. სასურველია, რომ ეს საგანი შეიცვალოს ალტერნატიული სხვა საგნით, რომელიც ფინანსური აღრიცხვის სწავლებასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, მიზანშეწონილია საგანი „სტატისტიკა“ გადაიხედოს და დაკავშირებული იყოს დარგის სტატისტიკის სწავლებასთან. ორივე პროგრამა საჭიროებს უცხო ენების დამატებით, მეტი მოცულობით სწავლებას. მართალია, თქვენ არჩევითი საგნების ნაწილში სტუდენტებს სთავაზობთ 20 კრედიტიან ინგლისური ენის არჩევით ბლოკს, მაგრამ უმჯობესია ეს 20 კრედიტიანი საგანი პროგრამის ძირითად ნაწილში გადაიტანოთ და სტუდენტებს, აგრეთვე შესთავაზოთ მეორე არჩევითი უცხო ენა. ჩემი აზრით, პროგრამებში კარგად გაქვთ საკვალიფიკაციო შეფასების მოთხოვნები, რომელიც არჩევანის საშუალებას აძლევს სტუდენტებს და ითვალისწინებს სადიპლომო ნაშრომის ან პროექტისა (კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამა) და თემატური ტურის (კულტურული ტურიზმის პროგრამა) მომზადებას. გირჩევდით, კულტურული ტურიზმის პროგრამაში გაზარდოთ პრაქტიკის კრედიტები და გახადოთ ორ სემესტრიანი.

მეტი ღონისძიებებია გასატარებელი სწავლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, რომ თქვენმა სტუდენტებმა შეძლონ გაცვლით პროგრამებში ჩართვა. ასევე გადასაწყვეტია პერსონალის უცხო ენაში მომზადების საკითხი, რაც ერთ-ერთი სერიოზული დაბრკოლებაა პარტნიორებთან თანამშრომლობაში.

კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა ე. მესხიამ და ს. თავაძემ ექსპერტს აღუთქვეს, რომ შემოთავაზებულ წინადადებს განიხილავენ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.


 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031