განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

19 თებერვალი, 2018 წელი - შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლებთან

 

დღის წესრიგი:

1.    კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა

2.    კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა

3.    ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა

 

            შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

            უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ე. მესხია, ასოცირებული პროფესორი ს. თავაძე, კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: თ. ქურიძე, კ. ათაბაგი, მ. ყურაშვილი, გ. გრიგოლია, ი. შათირიშვილი, ხ. ძნელაძე; კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: რ. ფუტკარაძე, ი. ხალვაში, მ. კომახიძე, თ. ცენტერაძე; ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი: მ. ლომთაძე.

ე. მესხიამ და ს. თავაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კულტურის მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების ძირითადი მიზნები და სწავლის მეთოდები. ყურადღება გამახვილდა სწავლის შედეგებზე, პროგრამის გავლის შედეგად მიღებულ უნარ-ჩვევებზე, დასაქმების სფეროებზე, სწავლის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობაზე.

სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით, ისაუბრეს სწავლის შემდგომი საფეხურის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მათი პროფესიული ზრდის კუთხით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031