01 თებერვალი, 2018 წელი - შეხვედრა აჭარის მუზეუმებისა, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან
დღის წესრიგი:
1. კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა
2. კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მ. ჭიჭილეიშვილი, სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი ს. თავაძე, ასოცირებული პროფესორი ი. ხალვაში, აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნ. ნიჟარაძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რ. ტაკიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნ. ძნელაძე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის სწავლული მდივანი ნ. სებუა, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გ. მიქელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი ლ. თურმანიძე.
ყურადღება გამახვილდა მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში დგას უნივერსიტეტის წინაშე. ე. მესხიამ და ს. თავაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კულტურის მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ძირითადი მიზნები, სწავლის მეთოდები და შედეგები. გაიმართა მსჯელობა აღნიშნულ პროგრამებზე, მათ მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე. აგრეთვე, საუბარი შეეხო ახალი, მაგისტრთან გათანაბრებული მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის მომზადების საჭიროებას.
ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მათ დაწესებულებებსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, სტუდენტების ჩართულობაზე სხვადასხვა პროექტებში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების გავლაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საბაკალავრო პროგრამების საგნები შეძლებლობას იძლევა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმდნენ სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციების პროფესიული კადრებით დაკომპლექტებას.
ასევე აღინიშნა, რომ მსგავს შეხვედრებში და სხვადასხვა აქტივობებში აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისა და შედეგების, კურსდამთავრებულთა კომპეტენციების, შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკის დამსაქმებელთა პოზიციიდან შეფასებას და გათვალისწინებას.
დამატებითი მენიუ
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |