17 იანვარი, 2018 წელი - შეხვედრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ნობელის მუზეუმის წარმომადგენლებთან
დღის წესრიგი:
- ხელოვნების უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების პროექტის განხილვა
- კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა
- კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა
შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მ. ჭიჭილეიშვილი, სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი ს. თავაძე, ასოცირებული პროფესორი ი. ხალვაში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლ. ასლანიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მ. ცეცხლაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები: ს. ჭანიშვილი, კ. ქამადაძე და ს. მანაგაძე, ნობელის მუზეუმის მმართველი თ. ორაგველიძე.
ე. მესხიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები.
ყურადღება გამახვილდა მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში დგას უნივერსიტეტის წინაშე. საუბარი შეეხო უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების - კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის პროგრამების განხილვას და მათ მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე მსჯელობას. აგრეთვე - ახალი, მაგისტრთან გათანაბრებული მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის მომზადების საჭიროებას. გამოითქვა მოსაზრება აღნიშნულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში ახალი საგნების დამატებაზე.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლ. ასლანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების ჩართულობაზე სხვადასხვა პროექტებში, სააგენტოში სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების გავლაზე. ისაუბრა სააგენტოსთან სტუდენტ-ფოტოხელოვანის თანამშრომლობის საჭიროებაზე სააგენტოს მიერ წიგნის ან ალობომის გამოცემასთან დაკავშირებით. ლ. ასლანიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაინტერესებულია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით. მათ შორის მენეჯერის, რესტავრატორის, გრაფიკოსის, ლანდშაფტის დიზაინერის, პროფესიონალი გიდების სპეციალისტების მომზადებით.
ნობელის მუზეუმის მმართველმა თ. ორაგველიძემ გამოთქვა სურვილი სამუზეუმო თეატრალიზებულ პროექტებში სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვაზე. აგრეთვე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საბაკალავრო პროგრამების საგნები შეძლებლობას იძლევა, კურსდამთავრებულები დასაქმდნენ სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში.
რექტრმა ე. მესხიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებისა და მუზეუმების წარმომადგენელთა მოწვევა კურსდამამთავრებელთა სადიპლომო ნამუშევრების დაცვაზე.
აღინიშნა, რომ მსგავს შეხვედრებში და სხვადასხვა აქტივობებში სააგენტოსა და მუზეუმის თანამშრომელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისა და შედეგების, კურსდამთავრებულთა კომპეტენციების, შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკის დამსაქმებელთა პოზიციიდან შეფასებას და გათვალისწინებას.