განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

22 დეკემბერი, 2017 წელი - სამუშაო შეხვედრა ხელოვნების უნივერიტეტის მისიის, სტრატეგიული გეგმისა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის განხილვის შესახებ

22 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა უნივერიტეტის მისიის, სტრატეგიული გეგმისა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის სამოქმედო გეგმის საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. ბერიძე, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მ. ჭიჭილეიშვილი, შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორი მ. ბაღდადიშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: პროფესორი ე. მესხია, ასოცირებული პროფესორი თ. კეჟერაძე, ასოცირებული პროფესორი მ. ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი რ. ჩიბურდანიძე, ასოცირებული პროფესორი ს. თავაძე, ასოცირებული პროფესორი ი. ხალვაში.

ე. მესხიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის მისია და სტრატეგიული გეგმა. ხოლო განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მ. ჭიჭილეიშვილმა წარმოადგინა ფაკულტეტის 2018 წლის სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

1. უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული გეგმის განხილვასთან დაკავშირებით გაიმართოს შეხვედრები 2018 წლის 25 იანვრამდე;

2. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის შესახებ კონკრეტული შენიშვნები ფაკულტეტის წევრებმა წარმოადგინონ 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031