განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

19 ოქტომბერი, 2017 წელი - ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის კულტურული ტურიზმის,  კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის, ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების ე. მესხიასა და ს. თავაძის შეხვედრა ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტ ტიმ უილიამსთან.

პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუმარს გააცნეს კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზანშეწონილობა რეგიონის კულტურის დაწესებულებებისათვის. აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურის დაწესებულებების მმართველ რგოლში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ. ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი შერჩევა და დანიშვნა ხდება მხოლოდ კანდიდატთა პირადი გამოცდილების საფუძველზე.

კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამებს დღეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ახორციელებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს პროგრამული მიმართულება სამაგისტრო საფეხურზე, რაც სრულიად არ არის საკმარისი.

მიუხედავად კურსდამთავრებულთა მცირე რაოდენობისა და დასაქმების ბაზარზე სპეციალისტთა დიდი დეფიციტისა, კურსდამთავრებულთა სპეციალობით დასაქმებაში მაინც არსებობს პრობლემები, რაც გამოწვეულია იმით, რომ კულტურის დაწესებულებებში ჯერჯერობით არ არის ნორმატიული შეზღუდვები არასპეციალური განათლების მქონე პირთა კულტურის სფეროში დასაქმებაზე.

ტიმ უილიამსმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ იგი კარგად იცნობს საქართველოს კულტურის სისტემაში მიმდინარე პროცესებს. იგი მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში. სტუმარმა მასპინძლებს გააცნო სტატეგიული გეგმის მომზადების პროცედურა, მოუთხრო იმ თავისებურებებზე, რომელიც არსებობს სტრატეგიულ გეგმასა და კონცეფციას შორის.

ტიმ უილიამსმა აღუთქვა ე. მესხიასა და ს. თავაძეს, იგი გააგრძელებს თანამშრომლობას ხელოვნების უნივერსიტეტთან და სტუმრად ეწვევა უნივერსიტეტს მომავალი წლის გაზაფხულზე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031