2019 წლის 4 მაისს საზოგადოება „არტ-ალტერნატივას“ მიერ ინიცირებული პროექტის „კოლაბორაცია 2“-ის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის კულტურის ცენტრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. „კოლაბორაცია 2“-ის“ მხარდამჭერი გახლავთ ქალაქ ბათუმის მერია.
2019 წლის 4 მაისს საზოგადოება „არტ-ალტერნატივას“ მიერ ინიცირებული პროექტის ,,კოლაბორაცია 2“-ის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის კულტურის ცენტრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. „კოლაბორაცია 2“-ის“ მხარდამჭერი გახლავთ ქალაქ ბათუმის მერია. პროექტი ხორციელდება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ბაზაზე. აღნიშნული პორექტი უკვე მეოთხე წელია ვითარდება. მისი მიზანი ბათუმის ახალგაზრდული საორკესტრო ჯგუფის ჩამოყალიბება გახლდათ. არსებობის დღიდან საორკესტრო ჯგუფმა 80-მდე სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები მოამზადა და განსხვავებული აუდიტორიის წინაშე წარადგინა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის დირიჟორია გიორგი აფრიამაშვილი, რომელიც სპეციფიკური შემადგენლობისთვის ამზადებს არანჟირებულ რეპერტუარს. წელს პროექტს შეემატა ახალი სეგმენტი ვოკალური ჯგუფის სახით, რომელიც, ქორმაისტერ სალომე ცეცხლაძესთან ერთად, წარმატებულად ჩაერთო შემოქმედებით კოლაბორაციაში. ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფის პარტნიორი პიანისტი ნინო ნიშნიანიძე გახლავთ.
დამატებითი მენიუ
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |