ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

სურათი

1 ნოემბერი 2026 წელი

28–31 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების მიზანს საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზების — Elsevier-ის, Scopus-ისა და ScienceDirect-ის გაცნობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შეხვედრებს უძღვებოდა თამარ ძველაია — უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და ბიბლიოთეკარი.

საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიონ სანდო აკადემიური ლიტერატურა, გაეცნონ უახლეს სამეცნიერო კვლევებს და საკუთარი ნაშრომები რელევანტურ სამეცნიერო წყაროებს დააფუძნონ. აღნიშნული რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალისთვისაც — სასწავლო კურსების განახლების, კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან კავშირების გაფართოების თვალსაზრისით.

შეხვედრების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ეთერ გობრონიძემ სტუდენტებს გააცნო ბიბლიოთეკის რესურსები და მომსახურებები, ყურადღება გაამახვილა მის როლზე სასწავლო და კვლევით პროცესში. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის პრორექტორი თეა ავალიანი.

სამეცნიერო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობა და მათი ეფექტიანი გამოყენება ხარისხიანი განათლების, აკადემიური განვითარების, კრიტიკული აზროვნებისა და თანამედროვე კვლევითი კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30