საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით

28 ოქტომბერი 2026 წელი
2026 წლის 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმისხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართასაინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტისსაბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისსტუდენტებთან საერთაშორისო გაცვლითპროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებისშესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა ბხსუ-ს საერთაშორისოურთიერთობების მენეჯერი სალომე ჩიკაშუა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო საზღვარგარეთსწავლის შესაძლებლობები, საერთაშორისოგაცვლითი პროგრამების დაფინანსების მექანიზმებიდა სტიპენდიების მოპოვების გზები.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილესსაერთაშორისო გაცვლით პროგრამებშიმონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, სააპლიკაციო პროცედურები, განაცხადებისწარდგენის ვადები და შერჩევის კრიტერიუმები. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ინგლისურიენის ინსტიტუციური ტესტირების პროცედურებისა დამოთხოვნების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისოგაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებიც, რომლებმაც დამსწრეებს გაუზიარეს საზღვარგარეთსწავლის გამოცდილება, ისაუბრეს უცხო აკადემიურგარემოსთან ადაპტაციის პროცესზე, მიღებულცოდნასა და უნარებზე, არსებულ გამოწვევებსა დასაერთაშორისო მობილობის მნიშვნელობაზე მათიპიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათმათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთპრაქტიკული რჩევები საერთაშორისო გაცვლითპროგრამებში წარმატებით მონაწილეობისთვის.
შეხვედრის მთავარი შედეგი იყო სტუდენტებისინფორმირებულობის გაზრდა საერთაშორისომობილობის შესაძლებლობებისა და მონაწილეობისპროცედურების შესახებ, მათთვის პრაქტიკულირეკომენდაციების მიწოდება და გაცვლითპროგრამებში მონაწილეობისადმი ინტერესისწახალისება.





