ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ხელმძღვანელი პირები წარადგინეს

სურათი

24 ოქტომბერი 2026 წელი

 23 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა ალაფიშვილმა პროფესორ-მასწავლებლებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ახალი პრორექტორი თეა ავალიანი, კანცლერი ქეთევან ქურცუა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სოფიო თავაძე წარუდგინა.
 შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი ხელმძღვანელი პირების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის საფუძვლის შექმნა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გუნდურ მუშაობას, საერთო მიზნებსა და უნივერსიტეტის განვითარებაში თითოეული თანამშრომლის როლს.
 უნივერსიტეტი ახალ ხელმძღვანელ პირებს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031