ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი უნგრეთში სწავლობს

12 ოქტომბერი 2026 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის — „სწავლა საზღვარგარეთ“ — ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, მარიტა გაბიტაძე და ქეთი ბოლქვაძე, საერთაშორისო მობილობის პროგრამით უნგრეთში გაემგზავრნენ.
სტუდენტები ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში სწავლობენ ესთერჰაზი კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Eszterházy Károly Catholic University), სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ფაკულტეტის Visual Representation-ის საბაკალავრო პროგრამაზე.
საერთაშორისო მობილობის პროგრამას სრულად აფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიღრმაონ ცოდნა და განავითარონ პროფესიული უნარები.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიტა გაბიტაძესა და ქეთი ბოლქვაძეს წარმატებულ სასწავლო სემესტრს, ახალ გამოცდილებასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!





