ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლოძის კინოსკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

8 ოქტომბერი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლოძის კინოსკოლას (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიური და შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ასევე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი ვორკშოპების, მასტერკლასების, საჯარო ლექციების, შემოქმედებითი შეხვედრებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, განსაკუთრებით კინოსა და აუდიოვიზუალური ხელოვნების მიმართულებით.

მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერების მიმართულებით

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031