ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა ახალი სეზონი მიუზიკლით „LOVE is…“ გახსნა

28 სექტემბერი 2026 წელი
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრმა ახალი სეზონი მიუზიკლით „LOVE is…“ გახსნა. სპექტაკლი „ვესტსაიდის ისტორიის“ მოტივებზე იყო შექმნილი, რეჟისორი კი სალომე ჯიჯავაძე გახლდათ.
პრემიერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებმაც სპექტაკლში მიიღეს მონაწილეობა და პროფესიულ სცენაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს.
ერთ-ერთ მთავარ როლში, ტონის პერსონაჟში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ბაბილოძე წარდგა.
სპექტაკლის მოცეკვავე მსახიობებს შორის ასევე იყვნენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები მეგი ბაჯელიძე და მაია მუმლაძე, ასევე სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ჯინჭარაძე.
სასწავლო აუდიტორიიდან პროფესიულ სცენაზე გადასვლა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება იყო, მათი მონაწილეობა კი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყო აღმოჩნდა.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრს ახალი სეზონის დაწყებასა და წარმატებულ პრემიერას, უნივერსიტეტის სტუდენტებს კი უსურვებს შემოქმედებით წინსვლასა და კიდევ მრავალ საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას.





