ბათუმი CIPA-ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას უმასპინძლებს

სურათი

18 სექტემბერი 2026 წელი

22-26 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სკოლა მასპინძლობს CIPA - ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას. სკოლა ორგანიზებულია UNESCO-ს საერთაშორისო ორგანიზაციების - ICOMOS - ისა და ISPRS - ის საერთაშორისო კომისიის CIPA Heritage Documentation-ის მხარდაჭერით ა(ა)იპ „ინჟინრული აზრისა“ და მისი პარტნიორების - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბამბერგის უნივერსიტეტის, აჭარის არქიტექტორთა კავშირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს, თიმმ არქიტექტურის, შპს TECHNO S, თბილისის არქიტექტურული ფორუმის, ღვინის კომპანია 91 მიერ.
  ღონისძიება ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებაში თანამედროვე 3D ლაზერული სკანირებისა და ციფრული ფოტოგრამეტრიის მეთოდების გამოყენებას, ხელოვნების სფეროში 3D ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას.
  საქართველოსთვის CIPA საზაფხულო სკოლა 2026 -ის ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან სრულ თანხვედრაშია ქვეყნის პრიორიტეტებთან - კულტურის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღრიცხვა-დოკუმენტირება.
სასწავლო პროცესს გაუძღვებიან კულტურული მემკვიდრეობის 3D ლაზერული სკანირების სფეროში მოღვაწე CIPA კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების მოწინავე სპეციალისტები: ემერიტუს პროფესორი, ანდრეას გეორგოპულოსი, ათენის ტენოლოგიური უნივერსიტეტი, საბერძნეთი; პროფესორი მონა ჰესი, ბამბერგის უნივერსიტეტი, გერმანია; დოქტორი, ელიზა მარიაროსარია, FBK კვლევითი ცენტრი, იტალია; დოქტორანტი, ჰუდა ალარფაჯი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია და ა(ა)იპ ინჟინრული აზრის წამყვანი სპეციალისტები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930