ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბიზანტინისტთა XXV საერთაშორისო კონგრესზე

2 სექტემბერი 2026 წელი
2026 წლის 23–30 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ბიზანტინისტთა XXV საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ბიზანტინოლოგიის საერთაშორისო კონგრესი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აკადემიური ღონისძიებაა, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ისტორიის, კულტურისა და მემკვიდრეობის უახლეს კვლევებსა და აღმოჩენებს ეძღვნება.
1924 წელს ბუქარესტში გამართული პირველი კონგრესიდან მოყოლებული, ღონისძიება დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება და ბოლო წლებში 1 500-მდე მეცნიერსა და მკვლევარს აერთიანებს.
2026 წლის კონგრესს ვენის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „სხალთის მოხატულობა ბიზანტიური ხელოვნების კონტექსტში“.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა ბიზანტინოლოგიისთვის აქტუალურ არაერთ მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის ისტორიას, ფილოლოგიას, არქეოლოგიას, ხელოვნების ისტორიას, ციფრულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სხვა დარგებს.
მრავალფეროვან კვლევით მიმართულებებს აერთიანებს წარსულის თანამედროვე პერსპექტივიდან გააზრების ინტერესი და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.





