ყურადღება, დაიწყო მობილობის პროცესი!
დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2026 წლის 24 აგვისტოდან 08 სექტემბრის 18:00 საათამდე.
საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2026 წლის 02 სექტემბარს 12:00 საათზე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2026 წლის 14 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის/ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა
უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (ივსება ადგილაზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრა-ცია იწარმოებს 2026 წლის 18 სექტემბარს.
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593 482 486;
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32. პირველი სართული, ოთახი 105.





