საბუთების მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
საბუთების მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 01 სექტემბრიდან 07 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს
შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს აღიარების შესახებ დოკუმენტი);
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი (თეორიული მიმართულების სპეციალობებზე);
- 2 ფოტოსურათი 3 X 4-ზე;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ინგლისურ ენაში B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ხელოვნების ისტორიის და თეორიის (ხელოვნებათმცოდნეობა) სამაგისტრო პროგრამაზე
- ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - მხატვრული კინოს რეჟისურის და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებზე;
- შესრულებული ნამუშევარი კინოფილმი/ტელეფილმი/ტელეგადაცემა (ციფრული ვერსია) - მხატვრული კინოს რეჟისურის სამაგისტრო პროგრამაზე; .
- სპეციალობაში გამოცდისა და შემოქმედებითი ტურების საორგანიზაციო ხარჯებისათვის წარმოდგენილ საბუთებს უნდა დაურთონ შემოქმედებითი ტურისთვის გადახდილი თანხის (50 ლარი) დამადასტურებელი ქვითარი (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 708897519); ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან). საკონტაქტო პირი: იამზე ჩიჩუა - მობ.: 593359658, პირველი სართული, ოთახი 103.





