პირველკურსელთა ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!

პირველკურსელთა, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას

და გისურვებთ წარმატებებს!

 

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

 

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტებთან (შემდგომში პირველკურსელებთან) ხელშეკრულების გაფორმება, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 01 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

 

ბხსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად).

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4).

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის - ვაჟებისათვის).

 

რეგისტრაცია იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტბზე 10:00-დან 17:00 საათამდე.

 

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი:

(საკონტაქტო პირი - ინესა კბილაშვილი, მეორე სართული, ოთახი № 214, ტელ: 599189429).

მოდის დიზაინის, სამსახიობო ხელოვნების (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო) და აუდიოვიზუალური ხელოვნე-ბის (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა) საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

მუსიკის ფაკულტეტი:

(საკონტაქტო პირი - თამარ ბახტაძე, მესამე სართული, ოთახი № 312, ტელ: 555592409)

სამუსიკო ხელოვნების (ფორტეპიანო/სიმებიანი/ჩასაბერი საკრავები/ვოკალი/სა-გუნდო დირიჟორობა) საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

(საკონტაქტო პირი - თამარ დარჩია, მესამე სართული, ოთახი № 319, ტელ: 591657818)

ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა), კულტურის მენეჯ-მენტი, კულტურული ტურიზმი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტი ბხსუ-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერი წარმომადგენელთან ერთად!

 

          მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან).

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31