ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

17 ივლისი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია საზეიმო გარემოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები, ლექტორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის მეგობრები.
კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება სპეციალურად მომზადებული მისალოცი წერილით მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა მამულა ალაფიშვილმა.
საღამო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების შესრულებით გაიხსნა. მონაწილეობდნენ: ლიზი ნაგერვაძე, არინა ვასილევა, მეგი ბაჯელიძე და ანა ხაჟომია. კონცერტმაისტერები იყვნენ ნანა კვირიკაძე და ნინო ნიშნიანიძე.
კურსდამთავრებულებს წარმატებული პროფესიული გზა უსურვეს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა მაია ჭიჭილეიშვილმა და პროფესორებმა ხათუნა მანაგაძემ, რატი ჩიბურდანიძემ და თამილა მეიშვილმა.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის, მირანდა ბაღდადიშვილის, ინიციატივა იყო — კურსდამთავრებულებმა მიიღეს წერილები, რომლებიც 2022 წელს, პირველკურსელებად ჩარიცხვისას, საკუთარ მომავალს მისწერეს.
საღამო დასრულდა დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების ჩვენებით, რომელიც შავი ზღვის სამოდელო სააგენტოს მოდელებმა წარადგინეს.
პროექტის ხელმძღვანელი იყო დიანა თალაკვაძე, კონსტრუირება — ნანა კუპრაძე. ავტორ-შემსრულებლები: ანა შაინიძე, ლანა ღოღობერიძე, სალომე დავითაძე, მარიამ აფრიაშვილი, კრისტინა ნოვოკრეშნიკოვა, თეკლა ვერძაძე, მარი ანანიძე, თეა ღლონტი, მარიამ გიგატაძე, მარიამ საფარიძე და მეგი გოგოხია.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და წარმატებულ მომავალს უსურვებს.
უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პედაგოგებსა და თანამშრომლებს: გია დიასამიძეს, თამარ ბერიძეს, მირანდა ბაღდადიშვილს, დიანა თალაკვაძეს, თითოეულ სტუდენტს, ასევე შავი ზღვის სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელს სოფიო სურმანიძეს, პედაგოგ მაია დუბაძეს, სააგენტოს მოდელებსა და აჭარის ტელევიზიას საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.





