„ანა ფრანკის დღიური“ — ახალგაზრდა მსახიობების შთამბეჭდავი სადიპლომო სპექტაკლი

1 ივლისი 2026 წელი
30 ივნისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელს წარუდგინეს სადიპლომო სპექტაკლი „ანა ფრანკის დღიური“.
მსოფლიო თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ჰუმანისტური ნაწარმოების სასცენო ინტერპრეტაცია ახალგაზრდა მსახიობებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით წარმოადგინეს. სპექტაკლი მაყურებელს არა მხოლოდ ისტორიულ მოვლენებს ახსენებდა, არამედ ადამიანურ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, იმედსა და სიცოცხლის სიყვარულზე აფიქრებდა.
რეჟისორი: გაბრიელ გოშაძე
მხატვარი: ცისანა პეტრიძე (მოდის დიზაინის III კურსის სტუდენტი)
მეტყველების პედაგოგი: პროფესორი თამილა მეიშვილი
მონაწილეები:
- ოტო ფრანკი — მიხეილ ღომიძე
- ედიტ ფრანკი — სალომე ბედინეიშვილი
- ანა ფრანკი — მარიამ გუჯაბიძე
- მარგო ფრანკი — ანი მელაძე
- ბ-ნი ვანდაანი — გიორგი ყურავა
- ქ-ნი ვანდაანი — მარიამ გველესიანი
- პიტერი — თომა ნოზაძე (I კურსის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტი)
- კრალერი — მარიამ ენდელაძე
- დუსელი — ნოდარ სამთელაძე
სპექტაკლს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, თეატრის ხელმძღვანელები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
წარმოდგენამ მაყურებელზე ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა მსახიობებმა თითოეული პერსონაჟი გულწრფელად და შთამბეჭდავად გააცოცხლეს, რის გამოც სპექტაკლი განსაკუთრებული ოვაციებით დასრულდა.
„ანა ფრანკის დღიური“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მსახიობთა ნიჭს, პროფესიონალიზმსა და შემოქმედებით პოტენციალს.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო აჭარის ტელევიზიას (Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი) — საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.





