ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი ქვეყნის დასაწყისია“

30 ივნისი 2026 წელი
29 ივნისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი ქვეყნის დასაწყისია“, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ნაწილია.
სპექტაკლმა ქორეოგრაფია, პანტომიმა, მუსიკა, ვიდეოარტი და ვიზუალური ხელოვნება ერთიან მხატვრულ სივრცეში გააერთიანა. წარმოდგენამ ბათუმის ოთხი სეზონი, ზღვა, სიყვარული და ქალაქის განსაკუთრებული ხასიათი ასახა, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბათუმი, როგორც კულტურის, ხელოვნებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ცენტრი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მინისტრების მოადგილეები ირმა აბულაძე და ლადო მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო ეზიეშვილი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მათ შემოქმედებით გუნდს, მონაწილეებსა და უნივერსიტეტს წარმატებული წარმოდგენა მიულოცეს, პროექტი მაღალი შეფასებით შეაფასეს და პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
პროექტის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფია თამარ ბერიძე. დამდგმელი რეჟისორები არიან გია დიასამიძე და მანანა ხელაია. მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელია მამუკა ალაფიშვილი, პანტომიმის შემსრულებელი — გიორგი ფირცხალაიშვილი, სცენოგრაფი და კოსტიუმების დიზაინერი — ნესტან ნიჟარაძე, კოსტიუმების კონსტრუქტორი — ნანა კუპრაძე, ხმის რეჟისორი — ალექსანდრე ოჩიგავა, პროექციისა და განათების ავტორი — დავით დიასამიძე, ოპერატორი — ზაურ ბერიძე, ტექნიკური მხარდაჭერა — ამირან ვადაჭკორია.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დანიელა ბეჟანიძე, სანდრო მოდებაძე, ნანუკა გიორგობიანი, მარიამ ანდღულაძე, ანასტასია ბრეგვაძე, საბა გაბაიძე, ანა რუხაძე, მეგი ბაჯელიძე და ანა მადაძე, მოწვეული პედაგოგი მირიან ორაგველიძე, ქორეოგრაფიული სტუდია BT ART-ის მოცეკვავეები ელენე ხინკილაძე, ნია მანელიშვილი, მარიამ გაბისიანი, ლიზი პეტრიძე, ბარბარე ბერიძე და ანიტა კობალაძე, აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ მოცეკვავე თათია ლომინეიშვილი, მოცეკვავეები მარიამ კელენჯერიძე, დიმიტრი დიასამიძე, დეა დეკანაძე და გიორგი ბეჟანიძე, ასევე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მამუკა მანჯგალაძე.





