საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

12 ივნისი 2026 წელი

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. უნივერსიტეტს წელს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის საჭიროებები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის, მათი ადაპტირების და უნივერსიტეტის ბაზაზე ახალგაზრდული ორკესტრის შექმნის მხარდაჭერის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა სასწავლებლის ლექტორებისა და სტუდენტების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა დაათვალიერეს, მიუსმინეს  კამერულ- ინსტრუმენტული ჯგუფის კონცერტს   და სადიპლომო ფილმების კვირეულის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას დაესწრნენ.
თინათინ რუხაძემ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ახალი ინიციატივების განხორციელებასა და არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციაა, ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც სწავლება ხელოვნების ოთხი (თეატრი, კინო, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) მიმართულებით მიმდინარეობს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031