დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისთვის ქართულ ცეკვაში საკურსო გამოცდა გაიმართა

სურათი

12 ივნისი 2026 წელი

12 ივნისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის III კურსის სტუდენტებისთვის ქართულ ცეკვაში საკურსო გამოცდა გაიმართა.

 

I კატეგორიის მოწვეული სპეციალისტის, მირანდა ბაღდადიშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა წარმოადგინეს სადარბაზო სიუიტა, რომელშიც შესრულდა ქართული ქორეოგრაფიის ცნობილი ნიმუშები — „დავლური“, „ქართული“, „მირზაია“ და უხუცესთა „ხორუმი“.

 

საკურსო გამოცდაში მონაწილეობდნენ სტუდენტები: ანა რუხაძე, გიორგი ყურშუბაძე, გიორგი ბაბილოძე და საბა გაბაიძე. მათთან ერთად სცენაზე წარდგნენ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულები — ელენე ანთიძე, მარიამ მიქელაძე და ნინო ზოიძე, რომლებიც ღონისძიებაში უნივერსიტეტსა და სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩაერთნენ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

 

წარმოდგენამ წარმოაჩინა სტუდენტთა პროფესიული მომზადების დონე, ქართული ქორეოგრაფიული ტრადიციების ცოდნა და სცენური შესრულების უნარები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31