პროფესორ პიტერ ბალასის ლექცია თემაზე — „ხელოვნება ბუნებაში“

სურათი

30 მაისი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ პიტერ ბალასის ლექცია თემაზე — „ხელოვნება ბუნებაში“ (Nature Art).ლექციის ფარგლებში პროფესორმა სტუდენტებს გააცნო ბუნებასთან დაკავშირებული თანამედროვე შემოქმედებითი პრაქტიკები, ბუნებრივი მასალების გამოყენების შესაძლებლობები და ხელოვნების ეკოლოგიური ხედვები. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა პრაქტიკული ვორქშოპი — „ხელოვნება ბუნებაში — პრაქტიკული საქმიანობები“ (Nature Art Practices), რომელიც ღია სივრცეში ჩატარდა.

სტუდენტები ბუნებაში გავიდნენ, შეაგროვეს სხვადასხვა ბუნებრივი მასალა და მათზე დაყრდნობით შექმნეს ინდივიდუალური და ჯგუფური შემოქმედებითი ნამუშევრები. ვორქშოპმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა ბუნებასთან უშუალო ურთიერთქმედების გზით აღმოეჩინათ ახალი შემოქმედებითი ფორმები და მიეღოთ საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით.

პროფესორი პიტერ ბალასი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ესტერჰაზი კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31