ლილი ბოროსის ლექცია თემაზე — „თანამედროვე ვიდეოხელოვნების ტენდენციები“

სურათი

31 მაისი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ლილი ბოროსის ლექცია თემაზე — „თანამედროვე ვიდეოხელოვნების ტენდენციები“.ლექციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე ვიდეოხელოვნების განვითარების ძირითადი მიმართულებები, ახალი მედიის გავლენა ხელოვნებაზე, ვიზუალური ექსპერიმენტები და თანამედროვე შემოქმედებითი პრაქტიკები საერთაშორისო კონტექსტში.შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვიზუალური ხელოვნებით, კინო-ტელეხელოვნებით, მედიახელოვნებითა და თანამედროვე შემოქმედებითი პროცესებით დაინტერესებულ სტუდენტებში.

პროფესორი ლილი ბოროსი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ესტერჰაზი კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.შეხვედრა მონაწილეებისთვის იქცა საინტერესო გამოცდილებად, რომელმაც თანამედროვე ვიდეოხელოვნების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და საერთაშორისო სახელოვნებო პროცესები კიდევ უფრო ახლოს გააცნო სტუდენტებს

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031