ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება თელავის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს მტევანი“

4 ივნისი 2026 წელი
2026 წლის 27–31 მაისს გამართულ თელავის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს მტევანი“ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის, კინო-ტელე რეჟისურის მიმართულების სტუდენტებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს. ფესტივალის სპეციალური პრიზი და მაყურებლის სიმპათიის ნომინაცია მოიპოვა ლინდა ჯაიანი-ს ფილმმა „ტელეგრამა“. საუკეთესო სცენარის ნომინაციაში დასახელდა ლიზა ირემაძე ფილმით „ვიტალი მელნიკი“, ხოლო ფიჩინგ კონკურსში მეორე ადგილი მისმა პროექტმა „მეწაღე“ მოიპოვა. ფესტივალის შერჩეული ფილმების (Short List) ნუსხაში მოხვდა სტუდენტების ნამუშევრები: * ლიზა ანჯაფარიძე — „ფეხი ფეხზე მკიდია“; * სანდრო კილაძე — „ესთეტი“; * მარიამ მენაბდე — „ჩემი სვლა“. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს მომავალში კიდევ მრავალ შემოქმედებით გამარჯვებასა და პროფესიულ წინსვლას.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





