მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა კონცერტი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

3 ივნისი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე დარბაზში მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა კონცერტი გაიმართა. საღამომ ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული ზრდა, შემოქმედებითი პოტენციალი და მუსიკალური შესაძლებლობები წარმოაჩინა. კონცერტის ფარგლებში სტუდენტებმა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები შეასრულეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. კონცერტის ხელმძღვანელი გახლდათ მუსიკის ფაკულტეტის პროფესორი ლალი ჭელიძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031