ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა სულიკო ჟღენტის შემოქმედდებითი მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ საღმოს უმასპინძლა
24 მაისი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსენეს გამოჩენილი კინოდრამატურგის, უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის - სულიკო ჟღენტის შემოქმედებითი გზა და მისი განსაკუთრებული კავშირი ბათუმთან. სწორედ ბათუმში დაიწყო მისი სამწერლო და კინოშემოქმედებითი მოღვაწეობა -აქ გამოიცა პირველი მოთხრობები და ნოველები, ხოლო ამავე ქალაქში შეიქმნა სცენარები ქართული კინოს გამორჩეული ნამუშევრებისთვის: „ჭიაკოკონა“, „ბურთი და მოედანი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“ და სხვა.961 წელს სულიკო ჟღენტმა საზღვაო ქალაქის ცხოვრებას მიუძღვნა თავისი პირველი დოკუმენტური ფილმის სცენარი - „სეინერები გადიან ზღვაში“.ამ ფილმის საჯარო ჩვენება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად სწორედ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ავტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ბათუმთან მისი განსაკუთრებული კავშირი.შეხვედრაზე სულიკო ჟღენტის ბათუმურ პერიოდსა და შემოქმედებაზე ისაუბრა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტის ავტორმა — ოლიკო ჟღენტმა.





