ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდის დიზაინის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი მასტერკლასი გაიმართა

სურათი

26 მაისი 2026 წელი

22 მაისს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სამუშაო პროცესში თემაზე — „მოცულობითი ფორმების აწყობა მინი მანეკენებზე“. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა დეკორატიული ქაღალდის გამოყენებით შექმნეს განსხვავებული ფორმები და კომპოზიციები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციული ბერძნული ორნამენტის — მეანდრის — ინტეგრირებას თანამედროვე დიზაინში. პრაქტიკული მუშაობის პროცესმა სტუდენტებს საშუალება მისცა განევითარებინათ სივრცობრივი აზროვნება, ფორმისა და სტრუქტურის აღქმა, ასევე ექსპერიმენტული დიზაინის უნარები.მასტერკლასს ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დიანა თალაკვაძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031