სტუდენტური პროექტი „მოგზაურობა მუსიკის სამყაროში“ დასრულდა

27 მაისი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ემოციებით დასრულდა სტუდენტური პროექტი — „მოგზაურობა მუსიკის სამყაროში“ — მრავალეტაპიანი შემოქმედებითი ფესტივალი, რომელმაც მუსიკის მრავალფეროვანი სამყარო ერთ სივრცეში გააერთიანა. პროექტი ოთხ მნიშვნელოვან ღონისძიებას აერთიანებდა: „პლენერული მუსიკის საღამო“, „ქართული მუსიკის საღამო“ , „კლასიკური მუსიკის კონცერტი“ და შემაჯამებელი, ფინალური ღონისძიება — „იაპონური მუსიკის საღამო — გიბლის სამყარო“.
ფინალურ საღამოს ესწრებოდნენ იაპონიიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.ეს პროექტი მხოლოდ მუსიკალური ღონისძიებების ციკლი არ ყოფილა — ის უნივერსიტეტის ერთსულოვნებისა და თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა. მის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, კონცერტმაისტერები (ნანა კვიროკაძე, რუსუდან კვახაძე, ნინო ნიშნიანიძე, სვეტლანა ურუშაძე, ევგენია ღოღელიანი), ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებს, ორგანიზატორები და მხარდამჭერები.
განსაკუთრებული მილოცვა ეკუთვნით პროექტის ავტორებს, მუსიკის ფაკულტეტის, მაგისტრატურის II კურსის სტუდენტებს — ამანდა სურმანიძესა და მეგი ბაჯელიძეს — წარმატებული იდეის, მისი განხორციელებისა და შთამბეჭდავი ფინალური პრეზენტაციისთვის.





