საჯარო ლექცია - „რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარაში“

სურათი

25 მაისი 2026 წელი

   25 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია - „რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარაში“. ლექციის ფარგლებში საზოგადოება გაეცნო აჭარაში რელიგიური ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს, მის კულტურულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას, ასევე რელიგიური მემკვიდრეობის როლს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში.

ლექციას უძღვებოდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ხარჩილავა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მამუკა ალაფიშილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები  და ბათუმის №15 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930