23 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია, „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში"

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენციას „კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში“ უმასპინძლა

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე უცხოეთიდან — ყაზახეთიდან, სომხეთიდან, ლიეტუიდან, ბულგარეთიდან და ალბანეთიდან.

კონფერენცია მიეძღვნა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს.

ღონისძიება დაფინანსდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ.

კონფერენცია ერთ დღეს მოიცავდა და გაიმართა, როგორც დასწრებული, ისე ონლაინ ფორმატით.

მუშაობდა სექციები:

ხელოვნებათმცოდნეობა;

თეატროლოგია;

კინომცოდნეობა;

მუსიკოლოგია;

კულტურული ტურიზმი;

კულტურის მენეჯმენტი;

კულტურული მემკვიდრეობა;

განათლება;

მედია.

კონფერენცია ემსახურება ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა შემოქმედებისა და მკვლევრების თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და კვლევითი შედეგების გაზიარებას ასევე, საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ახალი კავშირების განვითარებას. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930