ქართული კინოს დღე ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

15 მაისი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 15 მაისს, ქართული კინოს დღის ფარგლებში, უნივერსიტეტმა მახინჯაურის საჯარო სკოლის VIII „გ“ კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო სივრცეები და გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას. კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნატო ცქვიტინიძემ მოსწავლეებს უნივერსიტეტის საქმიანობასა და წარმატებულ კურსდამთავრებულებზე ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ფილმის „როცა აყვავდა ნუში“ ჩვენება და დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ფილმის თემატიკასა და პერსონაჟებზე იმსჯელეს. ღონისძიება ახალგაზრდებში ქართული კინოსა და კულტურის მიმართ ინტერესის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930